გამოცდების დაწყებამდე აბიტურიენტები დისტანციის დაცვით ეზოებში განთავსდნენ, საგამოცდო სექტორებში კი დეზობარიერისა და თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ გადაინაცვლეს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, 08:00 საათიდან ქვეყნის მასშტაბით ყველა - 24-ვე საგამოცდო ცენტრი შეუფერხებლად გაიხსნა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აბიტურიენტები თავდაპირველად ეზოში დისტანციის დაცვით განთავსდებიან, შემდეგ კი სექტორებში გადავლენ.

"დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები. წარმატება მინდა ვუსურვო ყველა აბიტურიენტს. დილის 08:00 საათზე საქართველოს მასშტაბით გაიხსნა 24 საგამოცდო ცენტრი და მოვიდნენ აბიტურიენტები. ისინი პირველ რიგში, განთავსდნენ დისტანციის დაცვით ეზოში და შემდეგ ეტაპობრივად გადავიდნენ სექტორებში. სექტორებში შესვლის წინ რა თქმა უნდა, გაიარეს დეზობარიერი, თერმოსკრინინგი და ამის შემდეგ მოხდა მათი შემოწმება დაცვის პოლიციის მიერ, რომ არ შეეტანათ ის ნივთი, რომელიც არაა დაშვებული. ამის შემდეგ ზუსტად 09:00 საათზე დაიწყო გამოცდა ყველა საგამოცდო ცენტრში," - განაცხადა გორგოძემ.

რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აბიტურიენტებს, გორგოძის თქმით, მათთვის არსებობს ჩარიცხვის ალტერნატიული წესი - თუ ისინი ვერ მოახერხებენ დღეს გამოცდაში მონაწილეობას, ალტერნატიული წესით ჩაირიცხებიან და ამ კუთხით პრობლემა მათ არ ექნებათ.

გორგოძის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებში პანდემიის გამო საგამოცდო დღეების ოდენობა გახანგრძლივდა და შესაბამისად, ამ კვირაში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა იქნება.

შეგახსენებთ, რომ დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა