სალომე ზურაბიშვილი - ქვეყნის მომავალი აბიტურიენტების ხელშია!

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყება აბიტურიენტებს ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან მიულოცა და წარმატებები უსურვა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ ქვეყნის მომავალი აბიტურიენტების ხელშია.

"მართალია, ეს წელი ცოტა განსხვავებულია. პანდემიის ფონზე ძალიან ბევრი რეგულაცია არის. მე მგონი, ძალიან კარგად მიმდინარეობს ყველაფერი, შიგნითაც ვიყავი და ვნახე ის ყველაფერი, რაც მომზადებულია, რომ მინიმუმზე იყოს დაყვანილი ნებისმიერი საფრთხე. ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობს. პირველი დღე, როცა აბარებ ერთიან ეროვნულ გამოცდას, არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რომელიც არის შემდგომი ცხოვრების საწყისი. მომავალი ამ ქვეყნის არის ამ აბიტურენტების ხელში. ცოდნა, განათლება და პროფესიონალიზმი არის ის, რაც განაპირობებს ჩვენ ყველას და პირველ რიგში,მათ მომავალს, ასე რომ წარმატებები და წარმატებები მათ," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

იხილეთ ვიდეო:საქართველოს პრეზიდენტი აბიტურიენტებს გამოცდების დაწყებას ულოცავს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა