რუსთავში, 307 აბიტურიენტიდან ერთიან ეროვნულ გამოცდაზე 14 არ გამოცხადდა

რუსთავში, 307 აბიტურიენტიდან ერთიან ეროვნულ გამოცდაზე 14 არ გამოცხადდა

რუსთავის საგამოცდო ცენტრში, ერთიანი ეროვნული გამოცდები, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მისული აბიტურიენტები რუსთავის #22 საჯარო სკოლის ეზოში, სადაც საგამოცდო ცენტრია განთავსებული, დისტანციის დაცვით იდგნენ, მათ გაიარეს დეზობარიერი და თერმოსკრინინგი, რის შემდეგაც სექტორებში გადაინაცვლეს.

როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რუსთავის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა ზვიად მურადაშვილმა განაცხადა, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე დღეს 307 აპლიკანტიდან 14 არ გამოცხადდა.

,,307 აპლიკანტიდან 14 არ გამოცხადდა, ყველა იცავდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს, გაიარეს დეზობარიერი და თერმოსკრინინგი და ახლა მიმდინარეობს სექტროებში მუშაობა. სულ 31 სექტორია და პლუს ერთი სარეზერვო. თერმოსკრინინგის შედეგად რამდენიმე აპლიკანტს აღენიშნებოდა ტემპერატურა 37.0 გრადუსიდან 37.2 გრადუსამდე, რომლებიც მოვათავსეთ ცალკე მოსაცდელ ოთახში, რამდენიმე წუთის შემდეგ გავუზომეთ ტემპერატურა და უკვე დაწეული ჰქონდათ, რის შემდეგაც და შევიდნენ სექტორებში“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რუსთავის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა ზვიად მურადაშვილმა.