მეზობლები სურამში, ქმრის მიერ ცოლის მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრობენ

მეზობლები სურამში, ქმრის მიერ ცოლის მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრობენ. როგორც ადგილობრივები „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცს გარვეული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და „სიმთვრალეში რაღაცები ეჩვენებოდა“.

მათივე ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცმა ცოლს გვიან ღამით, 03:00 საათისთვის, საწოლში ესროლა.

როგორც მეზობლები ყვებიან, „ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს“.

მათივე თქმით, ცოლ-ქმარს კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა მამაკაცი „ალკოჰოლს ხშირად სვამდა“.

„მათ სამი შვილი ჰყავთ“, - აცხადებენ მეზობლები.

შეგახსენებთ, რომ სურამში ქმარმა ცოლი წუხელ მოკლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა