შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატის განცხადებით, დღეს საგამოძიებო მოქმედება ტარდება, რომლითაც ამირხანაშვილმა უნდა ამოიცნოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი იყო თუ არა მანქანაში

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ზ. ხ.-ს ინტერესების დამცველის, გიორგი გელხაურის განცხადებით, დღეს საგამოძიებო მოქმედება ტარდება, რომლის მიხედვითაც დაზარალებულმა ამირხანაშვილმა, უნდა ამოიცნოს ზ.ხ. ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა მანქანაში.

გელხაურის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დიდი ხანია უკვე ბრალი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთით წარუდგინეს, თუმცა ამოცნობის პროცედურა მხოლოდ დღეს ტარდება, რაც მისი თქმით, კიდევ ერთი კითხვის ნიშანია გამოძიების ხარისხთან მიმართებაში.

„რაც შეეხება დღევანდელ საგამოძიებო მოქმედებას, ტარდება ამოცნობის პროცედურა, რომლითაც დაზარალებულმა ამირხანაშვილმა უნდა ამოიცნოს ზ.ხ., ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა მანქანაში და იცნობს თუ არა მას. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ბრალი უკვე დიდი ხანია მას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთით წარუდგინეს, თუმცა საუბარი იმაზე, რომ დღეს ტარდება მისი ამოცნობა, ეს კიდევ ერთი კითხვის ნიშანი არის გამოძიების ხარისხთან მიმართებაში. ჩვენ არასრულწლოვანის დაკავებამდე დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ჩავსულიყავით მცხეთაში, რათა მიგვეღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში. ჩვენ დავთანხმდით, მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ გამოიებასთან, ჩვენ ჩვენი სურვილით ჩავაბარეთ მათ ექსპერტიზისთვის ყველანაირი საჭირო მასალა. აბსოლუტურად არაფერზე არ გვითქვამს უარი გამოძიებისთვის და მეორე დღეს მივდიოდით, რომ მიგვეღო მონაწილეობა ამ საგამოძიებო მოქმედებაში, რასაც ამოცნობა ჰქვია, რომ ამირხანაშვილს ამოეცნო ზ.ხ., თუმცა ჩვენ გასაოცრად ზ.ხ. ჩვენს ჩასვლამდე, დილით ადრე დააკავეს და მას შემდეგ არ ჩატარებულა ეს ამოცნობა, რომ ეთქვა ამირხანაშვილს ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა მანქანაში ზ.ხ.“, - განაცხადა გიორგი გელხაურმა "მთავარის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე -  გაბრაზებული ამომრჩევლები ხმას მცირე პარტიებს მისცემენ, პარლამენტის გასაღები სწორედ მცირე პარტიების და  ახალი სახეების ხელშია
„ციტადელი“ მომხმარებელს ახალ შოურუმში ეპატიჟება
როგორ ვისარგებლოთ თიბისი ფეის აპლიკაციით
კრედო ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშესაწყობად 36 მილიონი ლარის მოცულობის საფინანსო ხელშეკრულება გაფორმდა