ზვიად შალამბერიძე - ქუთაისი ძალიან მალე გახდება საუნივერსიტეტო ჰაბი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის

ქუთაისი ძალიან მალე გახდება საუნივერსიტეტო ჰაბი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, - ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ქუთაისის საგამოცდო ცენტრში განაცხადა და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.

"წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ახალგაზრდებს მათი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე ქუთაისიდან, რომლის საერთაშორისო უნივერსიტეტი წელს უკვე სტუდენტების ახალ ნაკადს მიიღებს და დარწმუნებული ვარ, ქუთაისი ძალიან მალე გახდება საუნივერსიტეტო ჰაბი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელ რეგიონში", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში, ქუთაისის საგამოცდო ცენტრს ეწვივნენ და აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცესს დაესწრნენ. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნის მომავალი აბიტურიენტების ხელშია, ცოდნა, განათლება და პროფესიონალიზმი არის ის, რაც ჩვენს მომავალს განაპირობებს.

ცნობისთვის, დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს