გია ვოლსკი - ინიციატივა გულისხმობს, რომ არჩევნები ჩავატაროთ კარგად, გადავარჩინოთ ეკონომიკა და რაც მთავარია, გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე

სპეკულაციები, თითქოს „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ცვლილებები რაღაცნაირად არჩევნებთან არის დაკავშირებული, არათუ არასწორია, უზნეობაა,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ მედიასთან განაცხადა. ამით ის გამოეხმაურა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული რეგულაციების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ინიციატივას.

მისი თქმით, მსოფლიოში ეპიდვითარება საკმაოდ რთულია და საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ვითარება არ დამძიმდეს.

"ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ არჩევნები ჩავატაროთ კარგად, გადავარჩინოთ ეკონომიკა და რაც მთავარია, გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე. ურთულესი მდგომარეობა ჩამოყალიბდა კვლავ მსოფლიოში, ევროპაში და ყველა ზომა უნდა ვიხმაროთ იმისათვის, რათა ჩვენთან არ დამძიმდეს ეს ვითარება. რაც შეეხება სპეკულაციებს, თითქოს ეს რაღაცნაირად არჩევნებთან არის დაკავშირებული, არათუ არასწორია, უზნეობაა. მე არ მგონია, რომ ოპოზიციური პარტიებიც წინააღმდეგი იყვნენ", - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, პარლამენტში ინიცირებულია „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც რეგულაციების მოქმედების ვადის გახანგრძლივებას 2020 წლის ბოლომდე ითვალისწინებს. როგორც ცნობილია აღნიშნული ცვლილებების ვადა, რომელიც მთავრობას საშუალებას აძლევს გარკვეული შეზღუდვები დააწესოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, 15 ივლისამდე არის განსაზღვრული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა