კომპანია "ასკანელი ძმების" დამფუძნებელი გოჩა ჩხაიძე ადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მორაგბე მისი გარდაცვლილი მეგობრის შვილია

ბიზნესმენი, კომპანია "ასკანელი ძმების" დამფუძნებელი გოჩა ჩხაიძე ადასტურებს, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მორაგბე მისი გარდაცვლილი მეგობრის შვილია.

"უპირველესად, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებ ახალგაზრდა ფეხბურთელის ოჯახს და ახლობლებს. აქვე განვმარტავ, რომ ნიკა ჟვანია ნამდვილად არის ჩემი ნათლული, თუმცა პირადად მე სარაგბო კლუბ "ასკანელებთან" არანაირი სამართლებრივი შეხება არ მაქვს და არც აღნიშნული კლუბის სპონსორი ვარ. ამ ტრაგიკულ საქმეში ჩემი გვარის ხსენება, როგორც ჩანს, გარკვეული ძალების პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაც ჩემს წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას მიზანმიმართულად ცდილობს", - აცხადებს ჩხაიძე.

როგორც ის განმარტავს, 19 ივნისის ტრაგედიის შესახებ მედიასაშუალებებით შეიტყო.

რაც შეეხება იმას, რომ კლუბის მაისურებზე "ასკანელი" აწერია, ჩხაიძის თქმით, დაახლოებით ერთი წლის წინ ნათლულმა სთხოვა, რომ თუ შესაძლებელი იყო, მაისურებზე ასკანელებს დააწერდნენ, რაზეც უარი არ უთქვამს.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია