ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში 110 მეხანძრე-მაშველი, 2 ვერტმფრენი და 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკაა ჩართული

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლის ქრობის პროცესში სულ 110 მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკაა ჩართული.

მათივე ცნობით, ტერიტორიაზე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი აგრძელებს მუშაობას.

„ცეცხლის ქრობის სამუშაოებს ართულებს ძლიერი სიცხე და რელიეფი. შესაბამისად, ადგილზე მობილიზდა დამატებითი ძალები. სვანეთში იმყოფებიან მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობები სხვადასხვა რეგიონებიდან 80 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, ადგილზე მუშაობს დამატებით 5 სახანძრო-სამაშველო ავტოცისტერნა და 2 - 10 ტონიანი ტყალმზიდი. სულ პროცესში ჩართულია 110 მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ტერიტორიაზე მუშაობას აგრძელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზაღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი“, - აცხადებენ უწყებაში.

სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში ხანძარი 5 ივლისს გაჩნდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო