ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო გზების შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო გზების შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, მიმდინარე სამუშაოებს მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და ამბროლაური მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე სოფელ სხვავასა და სოფელ კაჩაეთში ადგილზე გაეცნენ.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 499 992ლარს შეადგენს. შემსრულებელი "ამბროლაურის სერვის ცენტრი".

























