თამარ ჩუგოშვილი - გაფრთხილება იყო ის განცხადებები, რომელსაც ამერიკიდან ვისმენდით, ახლა უკვე გაფრთხილებაზე ცოტა მეტთან გვაქვს საქმე

გაფრთხილება იყო ის განცხადებები, რომელსაც ვისმენდით, ამიტომ, ახლა უკვე გაფრთხილებაზე ცოტა მეტთან გვაქვს საქმე, - ასე შეაფასა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი.

მისივე განმარტებით, ეს პირველი შემთხვევაა, რადგან არ ახსენდება სხვა შემთხვევა, როდესაც კონგრესს დეყენებინა საქართველოსთვის თანხის შემცირების ან შეჩერების ინიციატივა. თამარ ჩუგოშვილის თქმით, როგორც წესი ყოველთვის, რაც კონგრესიდან ინიცირდება შეეხებოდა საქართველოსთვის თანხის გაზრდას და არა შემცირებას.

"ამ ჩანაწერს თუ ჩახედავთ, ეს პირველ რიგში, არის პროექტი, რომელიც ჯერჯერობით კანონად არ არის ქცეული, თუმცა თუ მისი მხარდაჭერა მოხდება ის იქცევა უკვე კანონად და მივიღებთ იმას, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს ვალდებულება ექნება კონგრესს და სენატს მიაწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, საქართველოში სხვადასხვა კუთხით ანტიკორუფციული, სამართლიანი სასამართლოს თუ სხვადასხვა კუთხით, რა მდგომარეობაა. მე გეტყვით, ჩემი აზრით, თუ რისი გამოძახილია ეს. თვეების განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ,რომ ნუ აქცევთ ყურადღებას რას ამბობენ პოლიტიკოსები, ნუ აქცევთ ყურადღებას რას ამბობს კონგრესი და სენატი, იმიტომ,რომ მთავარია რას ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტიო. თვეებია ვეუბნებით, რომ ეს შეცდომაა და ნუ ამბობთ ამას, რადგან ამერიკა არ არის ისე მოწყობილი, როგორც საქართველო. იქ კონგრესს უფრო მეტი ძალაუფლება აქვს, ვიდრე ხელისუფლების თუნდაც აღმასრულებელ შტოს და არ შეიძლება ამის საუბარი. ჩემი აზრით, ეს არის გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელიც ამბობდა, არ არის მნიშვნელოვანი პოლიტიკოსები რას ამბობენ და მთავარია სახელმწიფო დეპარტამენტი და ახლა, კონგრესიდან ისრები გადავიდა სახელმწიფო დეპარტამენტისკენ. შესაბამისად, სახელმწიფო დეპარტამენტს დაევალა სწორედ საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან, რომ გაგზავნოს ანგარიში, რა ხდება საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით,სამართლიანი სასამართლოს და ბიზნესგარემოს კუთხით და ა.შ.", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე მოსაზრებით, ეს გაფრთხილებაზე მეტია.

"გაფრთხილება იყო ის განცხადებები, რომელსაც ვისმენდით. ამიტომ, ახლა უკვე გაფრთხილებაზე ცოტა მეტთან გვაქვს საქმე. წინასწარ იმის თქმა, მიიღებენ თუ არა კანონპორექტს, რთულია .თუ მიიღებენ, ეს ჩვენთვის ძალიან მძიმე იქნება, იმიტომ, რომ ფაქტობრივად გამოვა, საქართველო დაექვემდებარა გარკვეულ სანქცირებას. თანხაში ეს ძალიან დიდი პროცენტი არ არის, მაგრამ ეს არის პრეცედენტი იმისა, რომ გაჩნდა კითხვები, ამერიკის პოლიტიკურმა ორგანომ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსებების შემცირება თუ შეჩერება იმის გამო, რომ საქართველო არ ასრულებს თავის ვალდებულებებს, არ აშენებს სამართლიან სასამართლოს,არ ებრძვის კორუფციას და ა.შ. მე მგონია, რომ ამაზე დიდი გავლენა ექნება სახვადასხვა პროცესებს, რომელიც ქვეყანაში უახლოეს პრერიოდში მოხდა. ჩვენ თუ ვნახეთ მედიაში ჩარევა, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესუსრსის გამოყენება და არადემოკრატიული პროცესები, მაშინ ეს ჩანაწერი კანონად აუცილებლად იქცევა და მას სხვა შედეგები მოჰყვება", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა