ვლადიმერ ბორცვაძე - ინფორმაცია, რომ ნინო გიორგობიანმა შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის, ფოტოგრაფის წამოსაყვანად „შკოდას“  ავტომობილით მცხეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე გააგზავნა, ტყუილია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ნინო გიორგობიანმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად მცხეთაში „შკოდას“ ავტომობილით მცხეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე გააგზავნა, ტყუილია.

ბორცვაძის თქმით, გავრცელებულ ვიდეოში ავტომობილი არა „შკოდას“, არამედ „ტოიოტა პრიუსის“ მარკისაა და ტაქსია, რომლის მძღოლი დაკითხულია.

„რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოს „შკოდას“ ფირმის ავტომობილთან დაკავშირებით, ეს არის სრული სიცრუე და ტყუილი. ვინაიდან გამოძიებით დადგენილია, რომ კადრები, სადაც ვითომდა მოძრაობს „შკოდა“ და ავტომანქანაში ისვამს მოქალაქეებს, არის „ტოიოტა პრიუსის“ ავტომობილი და არის ტაქსი. დადაგენილია ამ ტაქსის მძღოლი და დაკითხული. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო გიორგობიანმა, ჩემმა კოლეგამ „შკოდას“ ფირმის ავტომობილით მცხეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე გელაშვილი გააგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად. გელაშვილი იმ ღამით მორიგე არ იყო და დადასტურებულია, რომ იმყოფებოდა ქარელში, მის საცხოვრებელ სახლში და ეს არის სრული სიცრუე და ტყუილი, ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეეფერება“,- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

იხილეთ ვიდეო: ინფორმაცია, რომ ნინო გიორგობიანმა შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის, ფოტოგრაფის წამოსაყვანად „შკოდას“ ავტომობილი გააგზავნა, ტყუილია - ვლადიმერ ბორცვაძე

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა