ნაძალადევის რაიონში, სადმელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, სადმელის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, საგზაო სამუშაოების პარალელურად, სანიაღვრე ქსელის მოწყობაც დაიწყო.

მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება 24 ცხაური, 6 ჭა და 4 გვერდმიმღები, გოფრირებული მილები 527 გრძივ მეტრზე მოეწყობა. საგზაო ინფრასტრუქტურა 6 400 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება.

„გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი. სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა გაბუნიასთან ერთად გაეცნო.

„დაახლოებით, 60 წელია სადმელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია არ განხორციელებულა. ძალიან დაზიანებული იყო ინფრასტრუქტურა, რაც პრობლემებს უქმნიდა მოსახლეობას. პროექტის დასრულების შემდეგ, მოქალაქეები სრულად კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

სადმელის ქუჩის კაპიტალური შეკეთებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 583 000 ლარს დახარჯავს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი