კელი დეგნანი გორში იმყოფება

კელი დეგნანი გორში იმყოფება

გორის მერიის ინფორმაციით, გორს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი სტუმრობს.

მათი ცნობით, დეგნანმა ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ქვეშის საბავშვო ბაღი დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაცია USAID-ის პროექტის “ზრდა” დაფინანსებით გასულ წელს განხორციელდა.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აშშ განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ზრდა“-ს და ეუთოს როგორც საპროექტო, ასევე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დაფინანსებისთვის“, – აღნიშნა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ელჩთან შეხვედრისას.

პროექტი საბავშვო ბაღის შენობის ნაწილის კაპიტალურ რემონტს ითვალისწინებდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ სააღმზრდელო დაწესებულებამ შეძლო კონტიგენტის გაზრდა. საბავშვო ბაღი გარდა ქვეშისა, ემსახურება მეზობელ სოფელში, არცევში მცხოვრებ პატარებსაც.

ელჩთან ერთად ქვეშში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და USAID-ის პროექტის “ზრდა“ წარმომადგენლები.