წინანდალში, სასტუმრო „რედისონიდან“ დამსვენებლებისა და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა - წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი საუნიდან გაჩნდა

წინანდალში, სასტუმრო „რედისონიდან“ დამსვენებლებისა და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა - წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი საუნიდან გაჩნდა

„რედისონიდან“ დამსვენებლებისა და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა დამსვენებელმა განუცხადა, სასტუმროში დაკვამლიანება ღამის 12:00 საათისთვის შენიშნეს. მისივე განმარტებით, წინასწარი ვარაუდით, აალება საუნიდან დაიწყო.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.