კახეთის რწმუნებულის განცხადებით, წინანდალში სასტუმრო "რედისონში" გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა
კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, წინანდალში მდებარე სასტუმრო „რედისონში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.
„ხანძარი ლოკალიზებულია. დაშავებულები და მსხვერპლი არ არის“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ხანძარი წინანდალში სასტუმრო "რედისონში" ღამის 12:00 საათისთვის გაჩნდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი საუნიდან გავრცელდა.