თვითმხილველი - ცეცხლი სასტუმროში ზედა სართულებს უკიდია და როგორც ჩანს, გლობალური არ არის

თვითმხილველი - ცეცხლი სასტუმროში ზედა სართულებს უკიდია და როგორც ჩანს, გლობალური არ არის

წინანდალში, სასტუმრო "რედისონში" გაჩენილი ხანძრის თვითმხილველის განცხადებით, ხანძარი მაღალსართულზე გაჩნდა.

როგორც მან აღნიშნა, ხანძარი დიდი მასშტაბის არ არის.

„ხანძარი გაჩენილია საუნასთან ახლომდებარე ფართზე. თანამშრომელს ვკითხე და ეს არის საუნასთან ახლომდებარე ფართი. ამ ეტაპზე, რაც ჩანს, ზემოთ სართულებს უკიდია ცეცხლი და ისეთი გლობალური არ არის, როგორც ჩანს, ლოკალურ წერტილებშია“,- განაცხადა გიორგი მეგრელიძემ.