წინანდალში სასტუმრო "რედისონში" ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

წინანდალში, სასტუმრო „რედისონში“ ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია წინანდალში, სასტუმრო „რედისონში“ არსებული ხანძრის შესახებ. ხანძარზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს სასტუმროში ღია ცეცხლი დახვდათ, რის გამოც, დაუყონებლივ დაიწყო შენობაში მყოფი პერსონალის და დამსვენებლების ევაკუაცია.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

წინანდალში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 35 თანამშრომელი მუშაობს და მობილიზებულია 6 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი