ადგილობრივების ინფორმაციით, მუხრანში ახალგაზრდა მამაკაცმა მამის და ბაბუის მოკვლის შემდეგ, მეზობლის ავტომობილი გაიტაცა და გაიქცა

ადგილობრივების ინფორმაციით,  მუხრანში ახალგაზრდა მამაკაცმა მამის და ბაბუის მოკვლის შემდეგ, მეზობლის ავტომობილი გაიტაცა და გაიქცა

მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მუხრანში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე ადგილობრივები საუბრობენ. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი მეზობლის მანქანა გაიტაცა და მიიმალა.

„ყელი გამოჭრა ორივეს და შემდეგ გაიქცა“, - ამბობენ მეზობლები.

მათივე ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადგაზე მოხდა.

შეგახსენებთ, მცხეთაში 2 პირის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.