დაბა ახალდაბაში ჩიხების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

დაბა ახალდაბაში ჩიხების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაბა ახალდაბაში, შიდა ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, ასფალტ-ბეტონის გზა დაიგება.

„ამჟამად სპეც-ტექნიკის საშუალებით, გზის ქვედა ფენის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ქუჩების კეთილმოწყობის პროცესს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი და მერის მოადგილე ბუბა ბერიძე ადგილზე გაეცნენ. აღნიშნული პროექტი, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება,“-აღნიშნულია ინფორმაციაში.