კახა კალაძის ინფორმაციით, სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვის უბნის საბაგირო პროექტების განხორციელება იგეგმება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი- ზღვის უბნის ტერიტორიაზე საბაგირო პროექტების განხორციელება იგეგმება. როგორც მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სამგორი- ვაზისუბნის საბაგირო ხაზი მჭიდროდ დასახლებულ ვაზისუბანს მეტროსადგურ სამგორთან დააკავშირებს.

„სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენი უმნიშვნელოვანესი, მთავარი პიორიტეტია, რომელიც ძალიან ბევრი კომპონენტისგან შედგება. ჩვენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით იმისთვის, რომ არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკი, ავტობუსები მაქვს მხედველობაში, მთლიანად განახლდეს, მოწესრიგდეს. პროცესი უკვე დაწყებულია, თუმცა ჯერ დასრულებული არ არის, მაგრამ ძალიან მალე მთლიანად გვექნება ჩანაცვებული არსებული ყვითელი ავტობუსები, რომელიც პრობლემას წარმოადგენს მგზავრებისთვის, ქალაქისთვის. როგორც პირობა მოგეცით, ეს პრობლემა ძალიან მალე მოგვარდება. ასევე, მეტროს მიმართულებით დაწყებული გვაქვს მთელი რიგი ღონისძიებები და პროექტების განხორციელება. ასევე, მეტროს ვაგონების განახლება, ახალი შემადგენლობების შესყიდვა და ზოგადად, როდესაც სატრანსპორტო პოლიტიკაზე ვსაუბრობ, ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რასაც ვუყურებთ და ვაანალიზებთ, ეს არის საბაგიროს პროექტების განხორციელება. 2016 წელს, მერიის დაკვეთით საფრანგეთის „განვითარების ფონდის“ მხარდაჭერით, საკონსულტაციო კომპანია „სისტრამ“, რომელთანაც დღესაც ვთანამშრომლობთ, თბილისის საბაგირო ტრანსპორტის შესახებ კვლევა მთელი ქალაქის მასშტაბით ჩაატარა. მისი მიზანი იყო, რომ პოტენციური საბაგირო დერეფნების იდენტიფიცირება მომხდარიყო, რომლებიც თბილისის საბაგირო ხაზების განვითარების შესაძლებლობას იძლევა. როდესაც სატრანსპორტო პოლიტიკა დავიწყეთ, ეს კვლევა გამოვიყენეთ და ადგილობრივ კომპანია „გეოგრაფიკს“ დავუკვეთეთ კონკრეტული დერეფნების გამოყოფა, სადაც შესაძლებელია საბაგირო პროექტების განხორციელება. 2016 წლის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ახმეტელი-თემქის, სამგორი-ვაზისუბნისა და სამება-მახათის ტყის ტერიტორიულ არეალებში 12 პოტენციური საბაგირო დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა განხორციელდა. ამ 12 დერეფნიდან გამოიკვეთა 2 კონკრეტული არეალი, სადაც ყველანაირად მიზანშეწონილია ახალი საბაგირო პროქტების განხორციელება. ეს კონკრეტული მონაკვეთები არის სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი -ზღვის უბნის საბაგირო პროექტები, რომლის პროექტირებისა და მშენებლობის ხარჯები საქართველოს მთავრობის შუამდგომლობით სასესხო შეთანხმების საფუძველზე, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსდება, თუმცა, ამ პროექტის განხორციელება ეტაპობრივად მოხდება. პირველი, რომელიც ამ ორიდან განხორციელდება, ეს არის სამგორი-ვაზისუბნის პროექტი, აქ უკვე თანხები გამოყოფილია, დაახლოებით 30 მილიონ ევროზე არის საუბარი. მინდა, საფრანგეთის „განვითარების ფონდს“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. სამგორი- ვაზისუბნის საბაგირო ხაზი მჭიდროდ დასახლებულ ვაზისუბანს, მეტროსადგურ სამგორთან დააკავშირებს. რაც არსებითად გააუმჯობესებს მოცემულ ტერიტორიაზე სატრანსპორტო მდგომარეობას. რაც შეეხება, სარაჯიშვილი-ზღვის უბნის საბაგირო ხაზებს, ის მეტროსადგურ სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიას ზღვის უბნის დასახლებასთან დააკავშირებს. აქ ერთი საბაგიროს სადგური აუცილებლად უნდა განთავსდეს თემქის ხევში“,-განაცხადა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა