ქართველი სამხედროები ავღანეთში გაემგზავრნენ

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად გაემგზავრა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნაკრები ასეული მონაწილეობას ნატოს ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო მისიაში (RSM) მიიღებს. ქართველი სამხედროები, მაიორ ანტონ ქუთათელაძის მეთაურობით, ქალაქ ქაბულში ბაზის უსაფრთხოებისა და ძალთა დაცვის ამოცანებს შეასრულებენ.

I ქვეითი ბრიგადის ქვედანაყოფი II ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს. მისიაში გამგზავრებამდე ნაკრები ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა მათზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად გადასროლისწინა მომზადება საქართველოში გაიარეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა