ლევან კობერიძე - რაც საზღვრის გახსნასა და ფრენებთან დაკავშირებით ხდება, არის უგუნურების სრული გამოვლინება და ქაოსი

რაც საზღვრის გახსნასა და ფრენებთან დაკავშირებით ხდება, არის უგუნურების სრული გამოვლინება და ქაოსი, - ასე აფასებს ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ლევან კობერიძე ჟურნალისტებთან საზღვრის გახსნის თაობაზე მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება შეუძლებელია, რადგან ისინი საკუთარ "განცხადებებში არიან ახლართული".

"ერთი თვის წინ მთავრობა უსაზღვრო პიარით იყო დაკავებული, რომ პირველი გახსნიდა საზღვრებს და ფრენებს. მაშინ ვსვამდით კითხვებს რისკებთან დაკავშირებით. გუშინ გააკეთა ქალბატონმა ტიკარაძემ განცხადება, რომ ნებისმიერი ზომის, ფორმის, სიძლიერის კოვიდ 19-ის ტალღებს გაუძლებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა. მაშინ, გაუგებარია, რატომ რჩება შეზღუდვები, რომელიც ემიგრანტების დაბრუნებას ხელს უშლის, ან აქედან სტუდენტები წავიდნენ და დაუბრუნდნენ თავიანთ სასწავლებლებს. თან ამბობენ, რომ "ვხსნით", თან არ ხსნიან. მერე ამბობენ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა რომ გახსნეს და თანახმა არიან მიგვიღონ, საქართველომ თქვა, რომ "ჩვენ ჯერ ჩაკეტილები უნდა ვიყოთ". მათი არც ერთი განცხადება არ არის სანდო და განჭვრეტადი. ადამიანები ვერ გეგმავენ მათი განცხადებებიდან გამომდინარე თავიანთ უახლოეს 2-3 კვირასაც კი. არ გამიკვირდება, ხვალ საპირისპირო რამ თქვან, თუ წინასაარჩევნო პერიოდისთვის ჩათვლიან საჭიროდ. ამიტომ მათი განცხადებების და ქმედებების სერიოზული შეფასება შეუძლებელია, თავისივე განცხადებებში არიან ახლართული,"- განაცხადა კობერიძემ.

შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 5 სახელმწიფოსთან საზღვარს უპირობოდ ხსნის. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა