ანონსი 9 ივლისი

9 ივლისს, 10:30 საათზე, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული თენგო ბარბაქაძის ინტერესების დამცველი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის.: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

9 ივლისს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულის, ვახო ახვლედიანის ადვოკატი მზია ქასრაშვილი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

9 ივლისს, 10:30 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

9 ივლისს, 11:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: "გავლენიან მოსამართლეთა ნათესავების და მათთან სხვაგვარად დაკავშირებული პირების საერთო სასამართლოების სისტემაში დასაქმება".

მის: ბოჭორმის 12, იუსტიციის უმაღლესი საბჭო

9 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

9 ივლისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაია განცხადებას გააკეთებს.

თემა: 5 სახელმწიფოსთან საზღვრის გახსნა - რა გავლენას უნდა ველოდოთ ტურიზმსა და ეკონომიკაზე.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

9 ივლისს, 11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი გამართავს პრესკონფერენციას და მედიას გააცნობს ანალიტიკურ დოკუმენტს - „ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი შეფასება“.

მის.: აკაკი გახოკიძის 11 ა. (თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზი).

9 ივლისს, 11:30 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: 5 სახელმწიფოსთან საზღვრის გახსნა -რა გავლენას უნდა ველოდოთ ტურიზმსა და ეკონომიკაზე.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

9 ივლისს, 12:00 საათზე, საია თამაზ გრატიაშვილის საქმეზე პრესკონფერენციას გამართავს. თამაზ გრატიაშვილის მიმართ პოლიციელთა მიერ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აწარმოებს. პრესკონფერენციაზე საია საზოგადოებას საქმესთან დაკავშირებულ ახალ დეტალებს გააცნობს.

მის.: კახიძის #15

9 ივლისს, 12:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ზეპირი მოსმენა დასაბუთებული მოსაზრებების ავტორებთან თემატური მოკვლევის საკითხზე: „როგორ გავზარდოთ საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და სპორტული აქტიურობის დონე“

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

9 ივლისს, 12:00 საათზე, სასტუმრო „სტამბაში“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გამართავს ახალი ანგარიშის პრეზენტაციას თემაზე: „პოლიტიკური პარტიების დაფინანსება საქართველოში 2019 წელს: პარტიების შემოსავლები, ხარჯები და ფინანსებზე ზედამხედველობა“.

მის.: კოსტავას ქ. 14

9 ივლისს, 12:45 საათზე, "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაციის ოფისს გახსნის.

9 ივლისს, 13:00 საათზე, "ლელოს" ლიდერები ხელვაჩაურში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ.

მის: ხელვაჩაური, ფრიდონ ხალვაშის 69ა

საკონტაქტო: 577624445

9 ივლისს, 17:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი რუმს ჰოტელში" ახალი პარტია "რეფორმერის" პრეზენტაცია გაიმართება.

საკონტაქტო: ალექსანდრა ნაკაიძე - 599 10 15 20

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს