ქეთევან ციხელაშვილმა ეუთო-ს გენერალურ მდივანს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა (ეუთო) და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ქეთევან ციხელაშვილმა ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ტომას გრემინგერს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ეუთო-ს შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალურ მიმართულებებზე ისაუბრეს .

ქეთევან ციხელაშვილმა ხაზი გაუსვა ეუთო-ს ჩართულობის მნიშვნელობას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობისა და ნდობის აღდგენის პროექტების განხორცილების მეშვეობით. მუდმივმა წარმომადგენელმა ტომას გრემინგერს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რაც გლობალური პანდემიის ფონზე კიდევ უფრო კრიტიკული გახდა. ამ კონტექსტში მხარეებმა აღნიშნეს ჰუმანიტარულ გამოწვევებთან გამკლავების აუცილებლობა. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა