ჟაირ ბოლსონარუ - მე მჯერა ჰიდროქსიქლოროქინის და თქვენ?

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ აცხადებს, რომ ანტიმალარიული პრეპარატის, ჰიდროქსიქლოროქინის, ორი დოზის მიღების შემდეგ თავს კარგად გრძნობს.

ბოლსონარუს თქმით, აღნიშნული პრეპარატის პრევენციის მიზნით მიღების შემთხვევაში კოვიდ 19-ით არ დაინფიცირდებოდა.

„ჰიდროქსიქლოროქინი აზითრომიცინთან ერთად მივიღე, მეორე დოზის მიღების შემდეგ თავს კარგად ვგრძნობ. მე რომ ჰიდროქსიქლოროქინი პრევენციის მიზნით მიმეღო, ახლა კარანტინში კი არ ვიქნებოდი, არამედ ვიმუშავებდი,“- განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

მან ანტიმალარიული პრეპარატის მესამე დოზა ვიდეო მიმართვის დროს დალია.

„მე მჯერა ჰიდროქსიქლოროქინის და თქვენ?“ - აღნიშნა ბოლსონარუმ.

შეგახსენებთ, ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი ორი დღის წინ დაუდასტურდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 713 160-მდე გაიზარდა, დაღუპულთა რიცხვმა კი 67 964-ს მიაღწია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა