მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 12 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 12 164 173-ს მიაღწია, - შესაბამის მონაცემებს Worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ვირუსს დღემდე 552 029 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 7 030 006 ადამიანი კი - გამოჯანმრთელდა.

კოვიდინფიცირებულების რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზე აშშ დგას, სადაც კოვიდ 19-ის 3 158 932 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 134 862 და გამოჯანმრთელებულია - 1 392 679 ადამიანი.

აშშ-ს ბრაზილია მოსდევს 1 716 196 ინფიცირებულითა და 68 055 ფატალური შემთხვევით. მესამე ადგილზე კი ინდოეთია, სადაც კორონავირუსით, საერთო ჯამში, 769 052 ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი - 21 144-ია.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში გამოვლინდა, პირველი ფატალური შემთხვევა კი 10 იანვარს ჩინეთის ქალაქ უხანში დადასტურდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა