კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან, ერთი რუსთავის „ცხელების ცენტრში“ დაფიქსირდა

კორონავირუსის 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ერთი რუსთავის „ცხელების ცენტრში“ დაფიქსირდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განაცხადა, ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

,,ახალგაზრდა მამაკაცი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ის საქართველოში რამდენიმე დღის წინ, ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა. მამაკაცი რუსთავის „ცხელების ცენტრში“ იქნა მოთავსებული, ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა და კორონავირუსი დაუდგინდა. პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვს“, - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

რუსთავის „ცხელების ცენტრში“ დღეისათვის 9 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან სამი, სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება