ევროკავშირი - რუსეთის მიერ ყირიმის ტერიტორიაზე უკრაინის მოქალაქეების დაკავება უკანონო ქმედებაა

ევროკავშირი ყირიმის ტერიტორიაზე უკრაინის მოქალაქეების დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად და უკანონოდ მიიჩნევს და რუსეთისგან დაკავებულების გათავისუფლებას მოელის, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

„7 ივლისს, ყირიმის ნახევარკუნძულზე 7 პირი, ძირითადად ყირიმელი თათრები, დააპატიმრეს საეჭვო პოლიტიკური კუთვნილების გამო. ევროკავშირი თვლის, რომ მათი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია და ვინაიდან დაკავება რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე მოხდა, ჩვენ ამას საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად, უკანონოდ მივიჩნევთ. ევროკავშირი არ აღიარებს რუსეთის კანონმდებლობის აღსრულებას ყირიმსა და ქალაქ სევასტოპოლში და ელოდება, რომ უკანონოდ დაკავებული ყველა უკრაინელი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება,“- აღნიშნულია პიტერ სტანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისივე თქმით, ევროკავშირი რუსეთისგან ყირიმელ თათრებზე ზეწოლის შეწყვეტასა და ნახევარკუნძულზე ადამიანთა უფლებების საერთაშორისო სტანდარტების დაცვის გარანტიას ელოდება.

„ევროკავშირი ურყევად უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისათვის, უკრაინული მედიის ინფორმაციით, 7 ივლისს რუსეთის უსაფრთხოების ძალებმა ოკუპირებული ყირიმის ოთხ რაიონში ყირიმელი თათრების სახლებში რეიდი განახორციელეს და 7 პირი დააკავეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა