ანონსი 10 ივლისი

10 ივლისს, 09:30 საათზე, პრემიერ-მინისტრი ვიცე-პრემიერთან და გერმანიის ელჩთან ერთად ასურეთის გერმანულ დასახლებას დაათვალიერებს, სადაც სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდა.

10 ივლისს, 09:30 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

10 ივლისს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" ინიციატივით ტელემაუწყებლები, რადიომაუწყებლები და სამოქალაქო სექტორი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ვეხმიანებით საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ კანონპროექტს „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

10 ივლისს, 10:30 საათზე, საია სპეციალურ ანგარიშს - „სასამართლო პანდემიის დროს“ წარადგენს.

მის: კახიძის #15

10 ივლისს, 10:30 საათზე, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტსა და ნეირონის ხელოვნური ინტელექტის აკადემიას შორის ურთიერთანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება მოხდება.

მის.: წინანდლის #9

10 ივლისს, 11:00 საათზე, მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან გამართავს აქცია-პერფომანსს.

მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. #76ბ

საკონტაქტო: 599437403

10 ივლისს, 11:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ნათესაური „კლანი“ სასამართლოებში - კონკრეტული ფაქტები.

მისამართი: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

10 ივლისს, 11:00 საათზე, "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე, საგანგებო ბრიფინგს გამართავს .

თემა: ამერიკის კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტის მიერ დაწესებული სანქცია საქართველოს

მის: ავალიშვილის 8

10 ივლისს, 11:00 საათზე, ბათუმში "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი კუპრაძე და "ლელოს" წევრი დავით მამულაძე პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: რესპუბლიკურ საავადმყოფოში დახარჯული 28 მილიონი ლარი, რომელიც კორონავირუსის ახალი ტალღის შემთხვევაში პაციენტებს სათანადოდ ვერ მიიღებს.

მის: ფარნავაზ მეფის #46

საკონტაქტო: ეკატერინე დავითაძე - 577484378; 574216877

10 ივლისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „მემარცხენე ალიანსის“ გენერალური მდივანი, კახა ძაგანია განცხადებას გააკეთებს.

თემა: არჩევნებში მონაწილეობის საკითხი. მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

10 ივლისს, 11:30 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

10 ივლისს, 12:00 საათზე ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სალომე სამადაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: ჭიაურელის 13 (ფიქრის გორა)

10 ივლისს, 12:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

10 ივლისს, 12:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ზეპირი მოსმენა დასაბუთებული მოსაზრებების ავტორებთან თემატური მოკვლევის საკითხზე: „როგორ გავზარდოთ საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და სპორტული აქტიურობის დონე“ გაიმართება .

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

10 ივლისს, 12:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის ზეპირი მოსმენა - „მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები ევროკავშირის ბაზარზე“ გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

10 ივლისს, 13:30 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე ეროვნული გამოცდების მიმდინარეობასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ.

მის.: დ. უზნაძის 52

10 ივლისს, 14:00 საათზე, "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე განცხადებას გააკეთებს აშშ-ს კონგრესის კანონპროექტის შესახებ.

მის: სადგურის მოედანი #2 (თბილისი ცენტრალი)

კონტაქტი: 577624445

10 ივლისს, 14:00 საათზე, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე მედიის წარმომადგენლებს, 2020 წლის 6 თვის საქმიანობის შედეგებს - მიმდინარე და დასრულებული მონიტორინგების, მოკვლევების შესახებ ანგარიშს წარუდგენს.

მის: სასტუმრო “რივერსაიდი”, ტიფანი ტერასა - მე-6 სართული(თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო).

საკონტაქტო: ხატია წიკლაური - 577 255515

10 ივლისს, 17:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

10 ივლისს, 17:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის ოჯახის სახელით, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე "2020NEWS"-ის პრესკლუბში საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

თემა: გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახის პოზიცია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით.

მის: პეკინის #34 (ბიზნეს-ცენტრი „საბურთალოს“ შენობა) მე-3 სართული.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
„მოედანი“ - პროექტი, რომელიც ავლაბარს ახალ სიცოცხლეს შესძენს
ამერიკული სტეიკის მასტერკლასი ბათუმში