სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მოსახლეობის ფიზიკური და სპორტული აქტიურობის გაზრდის გზებზე იმსჯელა

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში ზეპირი მოსმენა გაიმართა დასაბუთებული მოსაზრებების ავტორებთან თემატური მოკვლევის საკითხზე: „როგორ გავზარდოთ საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და სპორტული აქტიურობის დონე“,- აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ავრცელებს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, თემატური მოკვლევა პარლამენტისთვის და ღია მმართველობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია.

„პარლამენტის ერთ-ერთი ფუნქცია ზედამხედველობაა სხვადასხვა მიმართულებით აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე. თემატური მოკვლევა შესაძლებლობას გვაძლევს, უფრო სიღრმისეულად გავაანალიზოთ გამოწვევები და გავცეთ რეკომენდაციები, გარდა ამისა, საშუალებას გვაძლევს საზოგადოების და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა იყოს უზრუნველყოფილი, მათი მოსაზრებები იყოს ასახული ამა თუ იმ მიმართულებით და მივიღოთ უფრო სრულყოფილი ინფორმაცია თემაზე, რომელიც გვაინტერესებს.

რამდენიმე კვლევას გავეცანით სიღრმისეულად. ჩვენი მოქალაქეების 80% ფიზიკური აქტივობის გარეშეა. ეს საკმაოდ მაღალი ციფრია. 18-დან 69 წლამდე ასაკის ადამიანების აქტივობის დონე საკმაოდ დაბალია, ასევე, სკოლის მოსწავლეების მხოლოდ 20%-ია ჩართული ფიზიკურ აქტივობაში. კითხვას -„როგორ გავზარდოთ საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და სპორტული აქტიურობის დონე“- საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოკვლევაში ბევრი ორგანიზაცია იყო ჩართული. ჩემი აზრით, მივიღეთ თითქმის ამომწურავი პასუხები. ჩვენი მიზანი იყო ამ დაბალი აქტივობის გამომწვევი მიზეზების განსაზღვრა. საინტერესოა, რა ხელშემშლელი მიზეზები არსებობს იმისა, რომ ფიზიკურ აქტივობაში ჩაურთველი მოქალაქეების ასეთი მაღალი მაჩვენებელია საქართველოში“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მოკვლევაში 30-მდე ორგანიზაცია იყო ჩართული.

„მათგან მივიღეთ წერილობითი პასუხები. სურათი, რომელიც გვაქვს, საშუალებას იძლევა შესაბამისი რეკომენდაციები და ანგარიში წარვუდგინოთ ჩვენს საზოგადოებას. მადლობა მინდა გადავუხადო ვესტმინსტერს და ევროკავშირის წარმომადგენლებს, რომლებიც ამ პროცესში დაგვეხმარა. ჩვენ ასევე გვყავს საერთაშორისო ექსპერტი, რომელიც მონაწილეობს ანგარიშის შემუშავებაში“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

დეპუტატებმა ევროპულ-ქართულ ინსტიტუტის, ადამიანების უფლებების განვითარებისა და გარემოს დაცვის ინსტიტუტის, პარაოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებს მოუსმინეს. აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოსახლეობის დაბალი ფიზიკური აქტივობის მიზეზებზე ისაუბრეს და აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზებსა და ხედვებზე გაამახვილეს ყურადღება. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოსაზრებების გამოთქმის შემდეგ დეპუტატების კითხვებს უპასუხეს. განხილულ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტი რეკომენდაციებს მოამზადებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა