რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ლოკალიზებულია, განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია

რუსთავში მე-12 მიკრორაიონში ერთ-ერთ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ლოკალიზებულია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, კორპუსში მყოფი ადამიანები ევაკუირებულნი არიან.
ამასთან, უწყებაში ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
უწყების ცნობით, ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს.

























