რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავში მე-12 მიკრორაიონში საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულზე გაჩენილ ხანძარს, ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე რჩებიან.

გარდაცვლილი მამაკაცი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო და ის ეტლით სარგებლობდა.

ოჯახის წევრების განცხადებით, მამაკაცს ბოლო პერიოდში ფსიქო-ნევროლოგიური პრობლემები ჰქონდა, თუმცა სპეციალიზირებული კლინიკებში, ვინაიდან, ის განსაკუთრებული საჭიროების იყო, მის მიღებაზე უარს ეუბნებოდნენ.

ხანძრის გაჩენის დროს ბინაში იყო მისი დედა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

ხანძრის ქრობის სამუშოებაზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

იხილეთ ვიდეო:რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს