ღვინის ეროვნული სააგენტო - საერთაშორისო რანგის ქართველი ექსპერტები ერთხმად აღიარებენ, რომ ქვევრის ღვინის ხარისხი ყოველწლიურად უმჯობესდება

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მეოთხედ გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, კონკურსის მიზანი საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოებისა და რეალიზაციის ხელშეწყობაა.

მათივე ცნობით, კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ენოლოგი, საქართველოს დამსახურებული მეღვინე გიორგი დაქიშვილი იყო. გამარჯვებული ღვინოები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ონლაინ-დეგუსტაციებზე გაიგზავნება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეღვინეობის დარგში პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე. კონკურსი „ასოციაცია ქართული ღვინოს“ ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.

„წელს კონკურსზე 460 ღვინის ნიმუში იყო წარმოდგენილი, რაც 3-ჯერ აღემატება პირველ კონკურსზე წარდგენილ ღვინოების რაოდენობას. ეს მეღვინეების მხრიდან კონკურსისადმი დიდ ინტერესზე მიუთითებს. ჟიურის შემადგენლობაში საერთაშორისო რანგის ქართველი ღვინის ექსპერტები შედიოდნენ. ისინი თანხმდებიან, რომ ქვევრის ღვინის ხარისხი ყოველწლიურად უმჯობესდება. მისასალმებელია, რომ კონკურსზე ქვევრის ღვინო საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან იყო წარმოდგენილი“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, კონკურსის ჟიურის წევრმა, ლევან მეხუზლამ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამარჯვებული ღვინოები ივლისის ბოლომდე დასახელდება.

„კონკურსისადმი ინტერესი ძალიან დიდია, განსაკუთრებით პატარა მარნების მხრიდან. ბევრმა მათგანმა კონკურსზე თავისი პირველი პროდუქტი წარმოადგინა. ეს მათთვის ძალიან კარგი სტიმულია შემდგომი განვითარებისთვის. კონკურსი გვაძლევს შესაძლებლობას, შევაფასოთ რა მდგომარეობა გვაქვს დღეს ქვევრში წარმოებული ღვინის ხარისხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ასოციაცია „ქართული ღვინოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თინა კეზელმა.

ცნობისთვის, ქვევრის ღვინის კონკურსი წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის კომპლექსის ტერიტორიაზე გაიმართა. სწორედ წინანდლის პარკში მდებარეობს 1835 წელს აშენებული საქართველოში ერთ-ერთი პირველი მარანი, სადაც ბოთლში პირველად ჩამოისხა ქართული ღვინო.

იხილეთ ვიდეო:საერთაშორისო რანგის ქართველი ექსპერტები ერთხმად აღიარებენ, რომ ქვევრის ღვინის ხარისხი ყოველწლიურად უმჯობესდება

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
ახალი სიტყვა ელექტრომობილების ინდუსტრიაში - Lexus RZ-ს უკვე საქართველოშია
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა — როგორ აქცია „ბლიც დენტალმა“ სტომატოლოგიური ხმები მუსიკად
„მეტროპოლი“ 1 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ქავთარაძის პროექტში ბინას სპეციალური პირობებით სთავაზობს
ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრობის სტატუსი მიენიჭა