პარლამენტში სუს-ის 2019 წლის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს. სუს-ის უფროსის მოადგილე, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, დეპუტატებს ანგარიშს სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე წარუდგენს.

„ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს განვითარების პერსპექტივებს. ამიტომ ცხადია, მაღალი ინტერესია სუს-ის ანგარიშის მიმართ. წლევანდელი ანგარიში შინაარსობრივად ძალზედ დატვირთულია. საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, საუბარია კონტრსადაზვერვო და ანტიტერორისტულ საქმიანობაზე, ასევე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ცხადია, დეპუტატებს ექნებათ კითხვები. მესმის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ვიმყოფებით, მაგრამ სწორად არ მიმაჩნია, როდესაც თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხების მიზანმიმართული პოლიტიზირება ხდება. სუს-ი აპოლიტიკური ორგანიზაციაა, ამიტომ იქ, სადაც საერთო ეროვნული ინტერესია, სასურველია, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ და არ მოვახდინოთ ამ უწყების პოლიტიზირება,"- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა