მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 3 საკარანტინო სივრცეებში გამოვლინდა და იმპორტირებულია, 5 კი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 3 კი საკარანტინო სივრცეში დადასტურდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას 23 პაციენტი აგრძელებს და ყველას მდგომარეობა სტაბილურია.

“დაგვემატა 8 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ 5-ით გაიზარდა, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 143 პაციენტი მკურნალობს. 8 ახალი შემთხვევიდან 3 გახლავთ საკარანტინო სივრცეებში დადასტურებული, სამივე არის იმპორტირებული შემთხვევა, ხოლო დანარჩენი 5 გახლავთ დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტები. ჩვენს ცენტრში 23 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა უცვლელია, არც ერთთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება და მათი მდგომაროება საშუალო და საშუალოზე მსუბუქია”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტის ჯანმრთელობის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია.

იხილეთ ვიდეო: მარინა ეზუგბაია კორონავირუსის ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა