გიორგი კანდელაკი - კორუფციის თანდათანობითი, მაგრამ მტკიცე დაბრუნება “ქართული ოცნების” პირობებში გარდაუვალი იყო

კორუფციის თანდათანობითი, მაგრამ მტკიცე დაბრუნება ჩვენს რეალობაში გარდაუვალი იყო “ქართული ოცნების” პირობებში და ეს ამ კონკრეტულ, ევროკომისიის ანგარიშშიც არის ასახული, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიორგი კანდელაკმა ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო აგრძელებს ანტიკორუფციულ რეფორმებს, რადგან ქვეყანაში კორუფციის მაღალი დონე შეინიშნება.

მისი თქმით, წლევანდელ არჩევნებზე საზოგადოების დაკვეთაა, საქართველოში კორუფცია შეჩერდეს.

“რა თქმა უნდა, სიტუაცია არ არის ისეთი მძიმე, როგორიც იყო შევარდნაძის პერიოდში, მაგრამ ყოველდღე აწყდებიან ამას მოქალაქეები, როცა გამგეობებში, მუნიციპალურ ააიპებში წერა-კითხვის უცოდინარ ადამიანებს იყვანენ სამსახურში, ან როცა ვხედავთ, რომ ერთ პირთან მოლაპარაკებით, ყოველგვარი ტენდერების გარეშე, კორუფციული გარიგებებით ხდება უზარმაზარი ტენდერების განაწილება, ან პირდაპირი დაფინანსება მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესმენებისა, რომლებიც შემდეგ ამ პროექტებს საერთოდ ვერ ახორციელებენ.

ერთ-ერთი შეკვეთა ჩვენი საზოგადოებისა წლევანდელ არჩევნებზე არის სწორედ ის, რომ ეს ეროზია კორუფციის თვალსაზრისითაც უნდა შეჩერდეს და საქართველომ წარსული გაკვეთილების გათვალისწინებით შემოატრიალოს სიტუაცია და ჩვენ დავიწყოთ კორუფციის შემცირება და შევაჩეროთ ის ზრდა, რასაც ახლა აქვს ადგილი”, - განაცხადა კანდელაკმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა