ბათუმში კორპუსის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

ბათუმში ბაგრატიონის ქუჩის #28-ში კორპუსის მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების თქმით, მშენებლობის ყველა სტანდარტი დარღვეულია, რადგან ახალი კორპუსი კომპანიამ მათ საცხოვრებელ კორპუსს მიაშენა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, სახანძრო მანქანა ადგილზე ვერ მივა.

აქციის მონაწილეები კორპუსის დემონტაჟს ითხოვენ.

"შეუძლებელია აქ ცხოვრება, როგორც ხედავთ ფანჯრები ერთმანეთის პირისპირაა, მზე აღარ ჩანს, აღარც ქარი შემოდის. უკვე მოხდა არა ერთი ქურდობის ფაქტი, რადგან ადვილია გადასვლა. ხანძარი რომ გაჩნდეს, ვერ შემოვა სახანძრო მანქანა. დარღვეულია ყველა სტანდარტი. ჩვენ ვიცოდით, რომ აქ სკვერი უნდა აშენებულიყო. მშენებლობა მეორე წელია მიმდინარეობს, ვის არ მივმართეთ, მაგრამ უშედეგოდ. ვითხოვთ, კორპუსის დემონტაჟს", - განაცხადა მადონა სამხარაძემ

აქციას, შპს "ბაგრატიონი 26" -ის დირექტორი ირაკლი აბაშიძე გამოეხმაურა.

"ჩემი პროექტი უფრო ადრე დამტკიცდა, მაგრამ, როცა დავიწყე მშენებლობა მეორე მშენებელმა დამასწრო. მან ადგილობრივები მოატყუა, აქ სკვერი იქნებაო. ფუნდამენტის ჩასმის შემდეგ პროექტი, რაც შემეძლო, შევცვალე. დემონტაჟი გამორიცხულია. არც მშენებლობაა უკანონო. მეც ვზარალდები, ფაქტიურად ერთ მხარეს ვერ გავყიდი" , - განაცხადა ირაკლი აბაშიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა