თელავის საკრებულოს წევრს პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ თელავის საკრებულოს წევრს მიხეილ გრემელაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე 10 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლე თამარ კაპანაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და მიხეილ გრემელაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროცესზე, სახელმწიფო მბრალდებელმა, გრემელაშვილის თავისუფლების შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება.

პროკურორმა ნატო ბურთიკაშვილმა, განაცხადა, რომ ბრალდებული იარაღის მუქარით მოითხოვდა შვილების სახლიდან წასვლას, მათზე ფიზიკურად ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებულიც. მიხეილ გრემელაშვილი წადგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს და განმარტავს, რომ მეუღლისა და შვილების მისამართით არ უძალადია და არც უკანონო იარაღი ჰქონია სახლში.

საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 27 აგვისტოს ჩაინიშნა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა