ჭიათურაში, სოფელ დარკვეთში მიმდინარე საპროტესტო აქციას გიორგი ვაშაძე და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი შეუერთდა

ჭიათურაში, სოფელ დარკვეთის მოსახლეობამ ეკოლოგიური პრობლემები, არარსებული ინფრასტრუქტურა და ხელისუფლების არასწორი ქმედებები გააპროტესტა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ახალი საქართველო“ ავრცელებს.

მათი ცნობით, როგორც ადგილობრივები აცხადებენ მაღალჩინოსნები მათ აიძულებენ, რომ ტერიტორია დატოვონ და მათ გადასცენ. სოფლის მცხოვრებლების თქმით, ისინი მთავრობასა და შესაბამის უწყებებს სამკვირიან ვადას აძლევენ, რათა ყველა პრობლემის მოგვარება დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ზომებს მიმართავენ.

საპროტესტო აქციას "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი შეუერთდა.

„ჭიათურაში არის ეკოლოგიური კატასტროფა. არის ვიწრო წრე ჭიათურის მძარცველების, დანარჩენი მოსახლეობა ღარიბდება, უკიდურესად რთულ პირობებში არიან. არც ერთი ადგილობრივი მოსახლის ინტერესები არ არის გათვალისწინებული და თქვენ ხედავთ, რა ხდება, მაგალითად, სოფელ დარკვეთში. მე პირობას ვაძლევ იმ ადამიანებს, ვინც ძარცვავენ ამ რაიონს და ძარცვავენ საქართველოს, თქვენ ეს არ შეგრჩებათ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოსახლეობის ინტერესი იყოს დაცული და ქალაქი დაემსგავსოს ქალაქს! და არა ისე, როგორც ახლა არის გავერანებული, გატყიურებული, გადათხრილი თავიდან ბოლომდე ყველაფერი. არც ერთი ნაბიჯი უკან და პირობას ვდებ, რომ თქვენ აუცილებლად მოგიწევთ ხალხის ინტერესების დაცვა!“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს