ბათუმის მერიის პრესსამსახური - ლაშა კომახიძეს გადადგომის შესახებ განცხადება არ აქვს დაწერილი და უახლოეს დღეებში გააკეთებს განმარტებას

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქის მერს ლაშა კომახიძეს გადადგომის შესახებ განცხადება დაწერილი არ აქვს.

„მერს გადადგომის შესახებ განცხადება არ აქვს დაწერილი და უახლოეს დღეებში გააკეთებს განმარტებას“,- აცხადებენ პრესსამსახურში.

თავად ლაშა კომახიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

მერის გადადგომასთან დაკავშირებით, ინფორმაცია აჭარაში, მმართველი გუნდის წევრებს არ აქვთ.

"აჭარის უმაღლესი საბჭოს" წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გია აბულაძე აცხადებს, რომ ბათუმის ქობულეთის და ხელვაჩაურის მერების გადაყენებასთან დაკავშირებით ინფორმაცია დიდი ხნის წინ ჰქონდათ.

"ჩვენ დიდი ხნით ადრე გვქონდა ინფორმაცია, რომ ხელვაჩაურის, ბათუმის და ქობულეთის მერების გადადგომას გეგმავდნენ. ლაშა კომახიძე ახლა გადადგა თუ არა, არ ვიცი. მერებს და თანამდებობის პირებს, რომლებიც არჩეული არიან ხალხის მიერ ისე ათავისუფლებენ, რომ მოსახლეობას არ ეკითხებიან, ეს არის დიდი უპასუხისმგებლობა მათი მხრიდან",- განაცხადა გია აბულაძემ.

ცნობისთვის, დღეს მედიაში ბათუმის მერის გადადგომის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა