სოფო ხალვაში - ბათუმის მერს დღეს ვესაუბრე ერთ-ერთ პროექტზე და წასვლის შესახებ არაფერი უთქვამს

ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში აცხადებს, რომ მას ლაშა კომახიძის თანამდებობიდან გადაგომის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

ხალვაშის თქმით, წასვლის შესახებ მერს არაფერი უთქვამს.

"ბათუმის მერის გადადგომაზე ინფორმაცია არ მაქვს, ტელევიზიებიდან გავიგე და დასაზუსტებლად მოვედი მერიაში. მერს დღეს ველაპარაკე, ჩვენ საქმიანი საუბარი გვქონდა ერთ-ერთ პროექტზე და წასვლის შესახებ მას არაფერი უთქვამს“, - აღნიშნა სოფო ხალვაშმა.

ინფორმაციას გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის“ წევრი. გიორგი კირთაძის თქმით, მსგავსი ინფორმაცია ბევრჯერ გავრცელდა და მიზეზი შესაძლოა, თორნიკე რიჟვაძესთან დაპირისპირება იყოს.

"განცხადება არ მინახავს და არც არავის უნახავს, ალბათ, ორშაბათს იტყვიან. კომახიძე კი არა პრემიერ-მინისტრები მიდიან განმარტების გარეშე. მის წასვლაზე ბევრჯერ თქვეს, მიზეზი შეიძლება, იყოს მისი დაპირისპირება თორნიკე რიჟვაძესთან. შესაძლოა, უკავშირდებოდეს არჩევნებს ან ორივეს ერთად. ქალაქში არსებულ პრობლემებზე აპირებდნენ მასზე ხელისშეხოცვას", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ.

ცნობისთვის, ბათუმის მერის გადადგომის შესახებ მედიაში ინფორმაცია დღეს გავრცელდა. მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ლაშა კომახიძეს განცხადება დაწერილი არ აქვს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო