ქედაში  პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ლელო საქართველოსთვის” რაიონული ორგანიზაცია დააფუძნა

“ლელო საქართველოსთვის” ქედაში რიგით 26-ე რაიონული ორგანიზაცია დააფუძნა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან “ლელო საქართველოსთვის” აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ორგანიზაციის გახსნას პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ.

ქედას რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად გოჩა ჟღენტი დაინიშნა.

მამუკა ხაზარაძემ გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ქედამ ბუნებრივი რესურსი თავის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს და რაიონში ისეთი ეკონომიკური პირობები შეიქმნას, რომ ხალხი უკან დაბრუნდეს და საკუთარ სახლებში იცხოვრონ.

„ხალხი გადის და ტოვებს სოფლებს. არ არსებობს ოჯახი, საიდანაც ადამიანი არ არის წასული და არ ეძებს შემოსავალს უცხო ქვეყანაში. ჩვენ ეს რეალობა უნდა შევცვალოთ და ამ არაჩვეულებრივ ბუნებასა და პოტენციალს, რომელიც ამ მხარეს გააჩნია, უნდა დავუბრუნოთ ყველაზე მთავარი - ადამაინი, რომელიც დასაქმდება აქ და შექმნის პერსპექტივას მისთვის და მისი ოჯახისთვის. ზუსტად იმ ენთუზიაზმით მოვალთ არჩევნებზე, როგორც დღეს ქედაში დაგვხვდა მოსახლეობა და ამ ქვეყანაში გამარჯვების და წარმატების ეპოქა დაიწყება,” - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

“მიხარია, რომ დღეს ჩვენს გვერდით ხართ და ერთად ველოდებით ოქტომბერს, რომ დავდოთ ლელო საქართველოსთვის. დღეს, სამწუხაროდ, ვხედავთ, როგორ გვეცლება ხელიდან სახელმწიფო და ჩვენს შვილებს ართმევენ მომავალს. ამ ყველაფრის შემდეგ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ სახელმწიფოებრივი არჩევანი,” - აცხადებს გოჩა ჟღენტი.

ირაკლი კუპრაძემ ადგილობრივებს მიმართა და განაცხადა, რომ “ლელო” სიმართლესა და ერთიანობაშია.

“დიდი ხნის განმავლობაში ახალგაზრდები სხვადახვა ბრძოლაში ვიყავით ჩართული. იქ, სადაც უცხო ადამიანებს უჭირდათ. მივდიოდით გაცრეცილი ფეხსაცმლით და ერთი ზურგჩანთით, შემოვიარეთ მთელი საქართველო. მაშინ უამრავჯერ დავმარცხდით, იმიტომ, რომ ვიყავით ცოტა, გვაკლდა გამოცდილება და ის ზურგი, რომელიც დღეს გვაქვს. დღეს გვაქვს მტკიცე საყრდენი, რომლის გამოც არ დავმარცხდებით. ეს არის ”ლელო”, სადაც არიან თავიანთი საქმის სპეციალისტები, მებრძოლები, რომლებსაც უშენებიათ სახელმწიფო, შეუქმნიათ სამუშაო ადგილები, დაუცვიათ ადამიანების უფლებები. ჩვენ ეს ყველაფერი წინა ხაზზე უნდა წამოვწიოთ და ამას გავაკეთებთ”, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

“ჩვენი ბრძოლა დასრულდება წარმატებით, რადგან ჩვენ ვითხოვთ ყველაზე ძირეულს - უკეთეს მომავალს და ღირსებას. უკეთესი ცხოვრება კი განათლების გაუმჯობესება, ცხოვრების პირობების უკეთესობისკენ შეცვლაა. სირცხვილია, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ათასობით მდინარეა, ონკანში წყალი არ მოდის. ჩვენ ამ ყოფას მშვიდად არ შევეგუებით, ეს არის ჩვენი უფლება და მას მივიღებთ აუცილებლად. არავითარ შემთხვევაში არ შევეგუებით იმ კორუფციას, რომელიც ჩვენსა და უკეთეს ცხოვრებას შორის დგას”, - აღნიშნა საბა ბუაძე.

“დროა, ის პრობლემები დავძლიოთ, რომლის წინაშეც დღეს არამარტო აჭარის რეგიონი, არამედ მთლიანად საქართველო დგას და გამოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა კოლაფსიდან. ვითხოვთ სამართლიან სასამართლოს, ვითხოვთ ეკონომიკურ წინსვლას, განათლებას და ღირსეულ სამუშაო პირობებს. ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობდნენ, პენსიონრებს კი ღირსეული პენსია ჰქონდეთ. ამ ყველაფერს დღევანდელ მთავრობას ვერ მოვთხოვთ, რადგან ისინი დღეებს ითვლიან”, - განაცხადა სოფო შამანიდმა.

“საქართველოს მოქალაქეები დაიღალნენ ფუჭი დაპირებებით და ოცნებით, ბოლო 8 წელია, აბსოლუტურ ტყუილში ვცხოვრობთ, ხაზინის ქურდები, მათი კლანები მართავენ ქვეყანას და ეს უნდა დავასრულოთ. 8 წელია, ერთ ადგილზე გავიყინეთ და დაგვპირდნენ, რომ თუ არ მოგვწონს ეს ყოფა, ჩვენი ქვეყნიდან 30 ევროდ გაგვამგზავრებენ. თუმცა, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი, ეს ქვეყანა თითოეული თქვენგანისაა და უნდა დავიბრუნოთ და დავიცვათ”, - აღნიშნა თაზო დათუნაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა