ლაშა დარსალია - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავება არის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ცალსახად უხეში დარღვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევაა. ამის შესახებ ლაშა დარსალიამ „ინტერპრესნიუსს“ განაცხადა.

რაც შეეხება საქართველოს დაჭრილი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც სუს-ის ინფორმაციით, იარაღით დაჭრეს, ლაშა დარსალია აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით კონტაქტი იყო ცხელ ხაზზე და დგინდება, თუ როგორია ამ დროისთვის მისი მდგომარეობა.

„აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე, რა თქმა უნდა, კავშირზე ვართ ჩვენ პარტნიორებთან, პირველ რიგში, ჟენევის თანათავმჯდომარეებთან. მათ მივაწოდეთ სრული ინფორმაცია, იმისათვის, რომ დაუყოვნებლივი რეაგირება მოჰყვეს აღნიშნულ ფაქტს. ეს არის ცალსახად უხეში დარღვევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ტიპის პროვოკაციების შედეგად კიდევ უფრო დამძიმებულია უსაფრთხოების გარემო ადგილზე, რაზეც ცალსახად პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო რეჟიმს. ახლა, ამ წუთას,მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება, დაუყოვნებლივ დაბრუნდეს ჩვენი მოქალაქე საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ

მისივე თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან პირველ რიგში, ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ადგილზე უსაფრთხოების გარემო გაუარესებულია, დანარჩენ დეტალებზე კი განმარტებებს შესაბამისი უწყებები გააკეთებენ.

ცნობისთვის, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები პირი. სუს-ის ინფორმაციით, უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

"რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული მძიმე ინციდენტის ფაქტზე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სახიფათო პრეცედენტს. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ უკანონო დაკავებების საშიში პრაქტიკა ქმნის მძიმე ინციდენტებისა და ვითარების ესკალაციის ნიადაგს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო აქტივობები არის დესტრუქციული და კრიტიკულად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს”, - ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა