ქარელის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია

ქარელის მუნიციპალიტეტის მერის ზაზა გულიაშვილის ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.,,საკმაოდ ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ქარელის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, სეისმოლოგების ინფორმაციით, მისმა სიმძლავრემ 4,5 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი იყო ქარელის რაიონში, კონკრეტულად ძამას ხეობაში. მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია“, - აღნიშნა ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა.

ქარელის გარდა, ძლიერი ბიძგები დაფიქსირდა გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეც.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა