სოფელ მაღლაკის მოსახლეობამ აქცია გამართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები სოფელში არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ. მოსახლეობის თქმით, სოფელში არ არის გზა, სკოლა, წყალი, დაზიანებულია ხიდები.

მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ. ადგილობრივები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციების მერიასთან გამართვას აანონსებენ.

"წლებია ამ მდგომარეობაში ვართ, არ არის გზა, სასწრაფო ვერ მოდის, დაზიანებულია ხიდები, არ არის სკოლა და ბაღი, არ გვაქვს წყალი და ამასთან, საძოვრების გარეშეც დავრჩით. მოვითხოვთ, მოგვაქციონ ყურადღება. თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტი გაგრძელდება", -აცხადებენ ადგილობრივები.

მოსახლეობის პროტესტს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეუერთდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს