კობა კობალაძის შვილის ადვოკატი - არაფერი არ დაიმალება

პარლამენტის დეპუტატის, „ქართული ოცნების“ წევრის, კობა კობალაძის შვილის ადვოკატის ირაკლი გაბრიჩიძის განცხადებით, 24 ივნისს მომხდართან დაკავშირებით არაფერი დაიმალება და საზოგადოებისთვის ინფორმაცია ღია იქნება.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, ამ ეტაპზე დეტალებზე ვერ ისაუბრებს. მისი თქმით, ჯერჯერობით მას თავის დაცვის ქვეშ მყოფი არ უნახავს.

„არ დაიმალება არაფერი. აბსოლუტურად ღიად იქნება ყველაფერი. ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. გამოძიების მასალებს არ გავცნობივარ, არც გადმოუციათ“, - განაცხადა გაბრიჩიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება თბილისში, 24 ივნისს მომხდარ ფაქტს, რომელზეც ინფორმაცია შსს-მ გუშინ გაავრცელა. აღნიშნულ საქმეში კობა კობალაძის შვილი ფიგურირებს. შსს-ს ინფორმაციით, 2000 წელს დაბადებული დ.კ. პოლიციის განყოფილებაში პირადი ინიციატივით გამოცხადდა.

გარდა ამისა, საქმეზე, შსს-ს ცნობით, დაკავებულია კიდევ ორი პირი.

„2020 წლის 10 ივლისს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავიდა ანონსი იმის შესახებ, რომ აპირებდნენ მომხდარი ფაქტის გაშუქებას. ვინაიდან პირდაპირ ეთერში გაჟღერდა მომხდარი დანაშაულის შესახებ და შეიქმნა საფრთხე საქმეში გამავალი პირების მიმალვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, 2000 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

ამავე საქმესთან დაკავშირებით, 1997 წელს დაბადებული დ.ჟ. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 238- პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ასევე, თბილისში დააკავეს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 2000 წელს დაბადებული დ.კ. პოლიციის განყოფილებაში პირადი ინიციატივით გამოცხადდა. საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები“,- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა