მაშველებმა მდინარე რიონში 72 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა მდინარე რიონში 72 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მამაკაცი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა. ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მამაკაცის ტანსაცმელი მდინარე რიონის ნაპირზე იპოვეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო მაშველები და მყვინთავები.

























