რუსთავის “ცხელების ცენტრიდან" პაციენტი გაიქცა

რუსთავის “ცხელების ცენტრიდან" პაციენტი გაიქცა

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ,,ცხელების ცენტრიდან" პაციენტი გაიქცა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა, პაციენტი საკარანტინე სივრციდან იქნა ,,ცხელების ცენტრში" მოთავსებული, მას კორონავირუსი, ჩატარებული კვლევის შედეგად არ დაუდასტურდა, რის შემდეგაც თვითნებურად დატოვა პალატა.

,,პაციენტი საკარანტინე სივრციდან შემოიყვანეს, ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა, მას კორონავირუსული ინფექცია არ დაუდასტურდა, გაიგო რა, რომ ინფიცირებული არ არის, დატოვა თვითნებურად "ცხელების ცენტრი", რის შესახებაც დაუყოვნებლივ ვაცნობეთ სამართალდამცავებს და ისინი გაატარებენ შესაბამის ღონისძიებას", - განაცხადა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო:რუსთავის “ცხელების ცენტრიდან" პაციენტი გაიქცა