აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. ინფიცირებული თურქეთის მოქალაქე 50 წლის მამაკაცია, რომელიც სატვირთო ავტომობილით ტრანზიტული მიზნით იმყოფებოდა საქართველოში.

50 წლის მამაკაცი ბათუმის "ცხელების ცენტრში" იყო მოთავსებული, სადაც ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა და კორონავირუსი დაუდგინდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქეთის მოქალაქე საკუთარი სურვილით სამშობლოში გადაჰყავთ, სადაც მკურნალობას გააგრძელებს.

აჭარაში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ადამიანი რჩება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა